воскресенье, 15 ноября 2009 г.

სასწავლო პროექტი



1. პროექტის სახელი-ზღაპრების ჯადოსნური სამყარო;
2. პროექტის მოკლე აღწერა: მონაწილენი წაიკითხავენ ზღაპრებს და მოიპოვებენ საჭირო ინფორმაციას, მასალას მოამზადებენ საპრეზენტაციოდ.
2. პროექტის სრული აღწერა:კლასი იყოფა ხუთ ჯგუფად: თითოეულ ჯგუფს მიეცემა დავალება და მიეთითება სათანადო ლიტერატურა. პროექტის მიმდინარეობის პროცესში მიიღებენ კონსულტაციას.
1 ჯგუფი _ ჯადოსნური ნივთები და ფანტასტიკური არსებები;
2 ჯგუფი _ რიცხვები ზღაპარში;
3 ჯგუფი_ ზღაპრის ბოროტი პერსონაჟები
4 ჯგუფი_ ქართული ზღაპრები და მულტიპლიკაცია
5 ჯგუფი_ ლიტერატურული და ხალხური ზღაპრები
მუშაობის დასრულების შემდეგ გაიმართებაპრეზენტაცია
მონაწილეთა ასაკი: 9 წელი
ვადა: 2 კვირა
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: პირველი ჯგუფის წევრები ამოკრებენ სხვადასხვა ზღაპრებიდან ჯადოსნურ ნივთებს და ისაუბრებენ მათ დანიშნულებაზე, ასევე ამოკრებენ ფანტასტიკურ არსებებს ზღაპრიდან. ნამუშევარს წარმოადგენენ ილუსტრაციებისა და პლლაკატების სახით.
მეორე ჯგუფის წევრები შეისწავლიან თუ რომელი რიცხვები გვხვდება ზღაპარში ხშირად. პრეზენტაციას წარმოადგენენ ცხრილის სახით.
მესამე ჯგუფი ნამუშევარს წარმოადგენს ილუსტრაციებითა და კომენტარებით.
მეოთხე ჯგუფი შეაგროვებს ინფორმაციას ზღაპრებზე შექმნილი მულტფილმების შესახებ, იმსჯელებენ თუ რა შინაარსობრივი განსხვავებაა ერთი და იგივე მულტფილმსა და ზღაპარს შორის.
მეხუთე ჯგუფი გაგვაცნობს თუ რას ნიშნავს ლიტერატურული და ხალხური ზღაპარი.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაიხსენებენ ნასწავლს და წაიკითხავენ ახალ ზღაპრებს, ისწავლიან კვლევას, მოძიებული მასალის დახარისხებას,ჯგუფში მუშაობას და აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის გაკეთებას.
სასარგებლო სხვებისთვის: ინფორმაციას რომელსაც პროექტის მონაწილეები მოიპოვებენ საინტერესო იქნება თანატოლებისათვის. შეიქმნება ილუსტრაციები რომელსაც არ ექნება ერთჯერადი გამოყენება.
სამუშაო ენა:ქართული
საგანთა ჯგუფი:ქართული, მათემატიკა, სახვითი ხელოვნება.
პროექტის ფასილიტატორი: მაია მეგრელიშვილი
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: maia.megrelishvili@gmail.com